ახალი ამბები

აბიტურიენტებთან ურთიერთობა ონლაინ რეჟიმში გრძელდება

3 აპრილი 2020

გთუნი აგრძელებს საინფორმაციო შეხვედრებს დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებთან.

ამჯერად ონლაინ რეჟიმში 173-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ჩაერთვნენ და სპეციალურად მათთვის მომზადებული პრეზენტაციის დახმარებით ვირტუალურად იმოგზაურეს უნივერსიტეტის სასწავლო ლაბორატორიებში, დაათვალიერეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ბიბლიოთეკა, სპორტული მოედანი, დასასვენებელი და გასართობი ადგილები.

შეხვედრების ციკლი „გააცანი შენი უნივერსიტეტი დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს“ აბიტურიენტთა მოზიდვის კამპანიის ფარგლებში ტარდება.