ახალი ამბები

ფინალურ ტურში ერთმანეთს გთუნი და თსუ გუნდები დაუპირისპირდებიან

27 მაისი 2019

გთუნის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები: ანა ჩახუნაშვილი, თამარ ჯაჭვაძე, მარიამ ქეშელაშვილი და თამუნა მეზურნიშვილი არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი განვითარებისა და სამართლის ცენტრის“ ეგიდით გამოცხადებული „იმიტირებული საპარლამენტო კომიტეტის განხილვების“ კონკურსის ფინალში გადავიდნენ.

ფინალში ერთმანეთს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები დაუპირისპირდებიან.

8 ივნისს ფინალურ ტურს საქართველოს პარლამენტი უმასპინძლებს.

უნივერსიტეტი ულოცავს სტუდენტებს ფინალში გადასვლას და უსურვებს შემდგომ წარმატებას.