მომავალი სტუდენტები

რატომ გთსუ?

გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის, აკადემიური პერსონალისა და ჩვენი თანამოაზრეების სახელით, მოხარულნი ვართ, რომ მიიღეთ გადაწყვეტილება და თქვენი არჩევანი ჩვენს უნივერსიტეტზე შეაჩერეთ.

ჩვენი უნივერსიტეტი მოწოდებულია, დააკმაყოფილოს სტუდენტების მოთხოვნილება შრომის ბაზარზე ორიენტირებული მაღალი ხარისხის კონკურენტუნარიან განათლებაზე.

გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი გთავაზობთ მაღალი დონის განათლებას, პრაქტიკაზე ორიენტირებულ სწავლებას, საუკეთესო აკადემიურ თუ საერთაშორისო პროგრამებს, სასწავლო გეგმებსა და კომფორტულ გარემოს.

ინდივიდუალურ ჭრილში დანახული სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებელთა ერთიანი სულისკვეთება, ჰარმონიული ურთიერთობები, სტუდენტთა ინტერესების დაცვა, კომფორტული და მატერიალურ-სულიერი გარემო, თანამედროვე ცოდნის აკუმულირება, თეორიული ცოდნისა და პრაქტიკის თანხვედრა, დასაქმების პერსპექტივა, კონკურენტუნარიანობა საქმიან თუ ინტელექტუალურ ურთიერთობებში სწორედ ის ღირებულებებია, რომლებიც ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებმა უნდა შეისისხლხორცონ, რათა პასუხისმგებლობისა და პირადი თავისუფლების შეგრძნებით ემსახურონ საკუთარ ქვეყანას, საზოგადოების კეთილდღეობასა და სამართლიანობას.

ამ მიზნის მისაღწევად უნივერსიტეტში შეიქმნა შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. უმაღლესმა სასწავლებელმა გაიარა ყველა ის პროცედურა, რომელიც გათვალისწინებული იყო საქართველოს კანონმდებლობითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოთხოვნით.

სტუდენტების სწავლისა და დასვენების ჯეროვანი პირობების შესაქმნელად უნივერსიტეტში ფუნქციონირებს ტრეინინგ-ცენტრი, სტუდენტ-ჟურნალისტთა კლუბი "რეპორტიორი", ლიტერატურული კლუბი, სტუდენტური კაფე, ინტელექტუალთა კლუბი და ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი. სტუდენტებს, გადაადგილების მიზნით, უფასოდ ემსახურებათ უნივერსიტეტის კუთვნილი ტრანსპორტი.

ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, მივცეთ სტუდენტებს არა მხოლოდ უახლესი სტანდარტების შესაბამისი განათლება, არამედ საშუალებაც, შეიძინონ ახალი უნარ-ჩვევები როგორც აკადემიური, ასევე პროფესიული საქმიანობის გასაგრძელებლად, რათა სამომავლოდ შექმნან ადამიანური ურთიერთობებისათვის ის გარემო, რომელიც, პროფესიონალიზმის ჩამოყალიბებასთან ერთად, პიროვნების თვითრეალიზაციასა და ცხოვრებისეული არსის აღმოჩენაში დაეხმარებათ.