საჯარო სამართლის კათედრის მიზნები, ამოცანები

საჯარო სამართლის კათედრის საქმიანობა ორიენტირებულია, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად, კვალიფიციური იურისტების მომზადებაზე.

საჯარო სამართლის დარგების სწავლების უმთავრეს მიზანს წარმოადგენს სტუდენტებისათვის თანამედროვე საუნივერსიტეტო განათლებისა და პროფესიული ცოდნის მიღებისათვის აუცილებელი პირობების შექმნა იურისპრუდენციის ძირითადი პრინციპებისა და ფუძემდებლური საკითხების შესწავლის გზით; სამართლის სფეროში სისტემური ცოდნის დაუფლების, იურისტის საქმიანობისათვის აუცილებელი მიდგომების, თეორიული ანალიზის, მოვლენათა კომპლექსური ხედვისა და პროცესების ობიექტური შეფასების უნარ-ჩვევათა ფორმირება-განმტკიცებისათვის ზრუნვა; კვალიფიციური იურისტების მომზადება, რომლებიც შეძლებენ დინამიურ და სწრაფად ცვლად გარემოში ორიენტირებას; ბაკალავრებისა და მაგისტრების იმ დონეზე მომზადება, რომელიც მათ საშუალებას მისცემს, განაგრძონ სწავლა შესაბამისი სპეციალობის მომდევნო დონის პროგრამით; ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისი პროგრამების, ასევე პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციების მომზადებაში აქტიური მონაწილეობა.