საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის მიზნები და ამოცანები

საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრაზე წარმოდგენილი ჰუმანიტარული მეცნიერებანი ახალი, მსოფლიო ცივილიზაციათა გლობალური მეტოქეობა-თანამშრომლობის, ეპოქის საუნივერსიტეტო განათლების შეუცვლელ კომპონენტად რჩება, რასაც ამ მეცნიერებათა კვლევისა და შესწავლის საგანი - თავად ადამიანი, საზოგადოება, მისი ისტორია, მსოფლმხედველობა, კულტურა - განაპირობებს.

კათედრა ემსახურება უნივერსიტეტის ყველა საგანმანათლებლო პროგრამას როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო დონეზე.

სასწავლო დისციპლინები მაქსიმალურადაა ორიენტირებული თითოეულ სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამაზე, აგებულია მისი მოთხოვნის, მიზნისა და ამოცანის შესაბამისად.

კათედრის პროფესორ-მასწავლებლები მოწოდებულნი არიან უზრუნველყონ სტუდენტობა სასწავლო დისციპლინათა ფართო არჩევანით.

თითოეული სასწავლო კურსი შექმნილია ბოლონიის პროცესისა და ეროვნული საგანმანათლებლო მოთხოვნების კონცეპტუალური დებულებების საფუძველზე.

კაცთა მოდგმის ფასეულობებისა და ღირებულებების, ამავე დროს, პროფესიული წარმატებისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების სწავლებასა და გაცნობიერებას ემსახურება კათედრის სასწავლო დისციპლინები - ფილოსოფია, ფსიქოლოგია, კულტუროლოგია, პოლიტოლოგია, ისტორია, ვერბალური კომუნიკაციები ...

კათედრის მისიაა სტუდენტების დარგობრივი ცოდნით, ჰუმანური, მორალური ასპექტის მომცველი მსოფლმხედველობრივი იდეებითა და პრინციპებით აღჭურვა, ლიბერალურ-დემოკრატიული ცნობიერების, სამართლიანობის, ტოლერანტობის, ზნეობრიობისა და თავისუფლი ნების მქონე, ეროვნულ-სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, პასუხისმგებლობის გრძნობით აღჭურვილი მოქალაქის აღზრდა.