ინფორმატიკის კათედრა

ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის ინფორმატიკის კათედრა უზრუნველყოფს ინფორმატიკის საფუძვლების  სწავლებას  უნივერსიტეტის ყველა საგანმანათლებლო პროგრამაზე. სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, გაეცნონ თანამედროვე ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიღწევებს, შეისწავლონ და შეძლონ მათი  გამოყენება მომავალი საქმიანობის სფეროში.

კათედრის მიზანია სტუდენტების განათლებაზე ზრუნვა, სასწავლო მასალის მუდმივი განახლება და ახალი პროგრამული პროდუქტების დანერგვა სასწავლო ლაბორატორიებში.

სასწავლო დისციპლინები მაქსიმალურად ორიენტირებულია თითოეულ სასწავლო პროგრამაზე, აგებულია ამ დარგის მოთხოვნების, მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად.

სასწავლო პროცესი მიმდინარეობს თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილ ლაბორატორიებში, სადაც თითოეულ სტუდენტ აქვს შესაძლებლობა, ინდივიდუალურად შეასრულოს პრაქტიკული დავალებები.  

უნივერსიტეტში დანერგილია და გამოიყენება სწავლების მართვის სისტემა LMS Moodle, რომლის საშუალებითაც ხორციელდება ელექტრონული  სასწავლო კურსებისა და სტუდენტების ტესტირების პროცესის ორგანიზება.