ბიზნესისა და ეკონომიკის მართვის კათედრა

ეფუძნება რა უნივერსიტეტის მისიასა და სტრატეგიას, ბიზნესისა და ეკონომიკის მართვის კათედრის მიზანია, უზრუნველყოს სწავლების პროცესში თანამედროვე ევროპული ფორმებისა და მეთოდების დანერგვა, რომელიც ძირითადად პრაქტიკული უნარ–ჩვევების რეალურად გამოყენებაზეა ორიენტირებული.

კათედრის საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად ითვლება სტუდენტთა სამეცნიერო და ანალიტიკური კვლევის უნარ-ჩვევების გამომუშავების ხელშეწყობა, სტუდენტთა ჩართულობა ადგილობრივი თუ საზღვარგარეთის უმაღლესი სასწავლებლების საუნივერსიტეტო აქტივობებში, გაცვლით პროგრამებში, საერთაშორისო კონფერენციებში; სტუდენტებისათვის კრეატიული და კრიტიკული აზროვნების გამომუშავება.

კათედრის საქმიანობის მიზანს წარმოადგენს მუდმივი ზრუნვა საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის გაუმჯობესებაზე, მაღალი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე აკადემიური პერსონალის მოზიდვას, ძირითადი და არჩევითი სასწავლო კურსის შესატყვისი საგნების სილაბუსების მომზადებას.

კათედრა უზრუნველყოფს სწავლების თანამედროვე ევროპული ფორმებისა და მეთოდების დანერგვის საშუალებებს, ხელს უწყობს სასწავლო პროცესის ინტერნალიზაციას; კათედრის პროფესორ-მასწავლებელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებას, სამეცნიერო-კვლევით საქმიანობასა და საერთაშორისო კონფერენციებში მათ მონაწილეობას.

კათედრა მუდმივად ნერგავს სწავლების თანამედროვე მეთოდებს და იყენებს მოქნილ ტექნოლოგიებს სტუდენტთა პრაქტიკულ მეცადინეობებსა და კარიერულ ზრდაში.