განცხადებები და ანონსები

ზურაბ ხონელიძე: მშვიდობის ქართული პარადიგმა

1 ოქტომბერი 2023

2023 წლის 3 ოქტომბერს, 13:30 საათზე, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის, პროფესორ ზურაბ ხონელიძის წიგნის - ,,მშვიდობის ქართული პარადიგმ" - პრეზენტაცია.

ავტორი თავის მონოგრაფიაში, დიპლომატიისა და განათლების პოლიტიკის შერწყმის გზით, საზოგადოებას სთავაზობს ახალ ხედვას - „საუნივერსიტეტო დიპლომატია“.

სწორედ მრავალსაუკუნოვან ისტორიულ გამოცდილებასა და წრფელ, შინაგანი მოთხოვნილებით წარმოქმნილ აზრს ეფუძნება ნაშრომში შემოთავაზებული ახალი მიმართულება – საუნივერსიტეტო დიპლომატია, როგორც უნივერსიტეტის განახლებული მისია, მშვიდობის მშენებლობის თანამედროვე ფორმა, საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის ახალი სახეობა.

შეხვედრა ჩატარდება ბიბლიოთეკის მცირე საკონფერენციო დარბაზში.