განცხადებები და ანონსები

ზუმი - თბილისი 2016: საერთაშორისო სტუდენტური ფესტივალი

20 აპრილი 2016

2016 წლის 27 მაისს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში ტარდება ვიზუალური მედიის საერთაშორისო სტუდენტური ფესტივალი.

გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციებში:

ტელე სექცია:

1) საუკეთესო რეპორტაჟი

2) საუკეთესო ოპერატორი

3) საუკეთესო ტელესიუჟეტი

4) საუკეთესო სამაუწყებლო ბიზნეს-პროექტი


ფოტო სექცია:

1) საუკეთესო ფოტოამბავი

2) საუკეთესო პორტრეტი

3) საუკეთესო არტ-ფოტო

4) უნიკალური კადრი


დაწესებულია სპეციალური პრიზი

კონკურსის პირობები:

  • მონაწილის სტატუსი - სტუდენტი;
  • რეგისტრაცია და მონაწილეობა უფასოა;
  • ფესტივალში მსურველთა განაცხადი უნდა გაიგზავნოს ფესტივალის ელექტრონულ მისამართზე zoom@gttu.edu.ge;
  • საკონკურსო ფოტონამუშევრების გაგზავნა შესაძლებელია ელექტრონულ მისამართზე zoom@gttu.edu.ge;
  • ვიდეონამუშევარი უნდა აიტვირთოს youTube-ზე და შესაბამისი ლინკი გამოიგზავნოს მისამართზე zoom@gttu.edu.ge;
  • გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან პრიზებით, მონაწილეებს კი გადაეცემათ სერტიფიკატები;
  • სატელევიზიო ნამუშევრების ქრონომეტრაჟი არ უნდა აღემატებოდეს 20 წუთს;
  • ფოტონამუშევრების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 10 ცალს;
  • ყველა ნამუშევარი გამოქვეყნდება გთსუ- Facebook-ის გვერდზე;
  • ყველა ნამუშევრის საავტორო უფლება დაცული იქნება გთსუ-ს საიტის ადმინისტრაციის მიერ;
  • რეგისტრაციისა და ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 20 მაისის ჩათვლით.


დაჯილდოება - 2016 წელი, 27 მაისი, 14:00 საათი.

საკონტაქტო ტელეფონი: +(995 32) 266 15 12 (+127)

ელ. ფოსტა: zoom@gttu.edu.ge

ვებ გვერდი: www.gttu.edu.ge

ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფი