განცხადებები და ანონსები

ველორბოლის მოყვარულთა საყურადღებოდ!

10 სექტემბერი 2015

საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაცია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან ერთად ატარებს სტუდენტურ ჩემპიონატს ველორბოლაში (სახეობა Cross Eliminator (ვაჟები)), რომელიც გაიმართება ორ ეტაპად: 2015 წლის 27 სექტემბერსა და 4 ოქტომბერს ვაკის პარკში 10:00 საათიდან.

შეჯიბრებაში მონაწილე სპორტსმენებს აუცილებელია ჰყავდეთ შესაბამისი ველოსიპედი და ჰქონდეთ ჩაფხუტი.

რეგისტრაციისათვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებას ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე.

რეგისტრაცია იწარმოებს: 2015 წლის 14 სექტემბრიდან 21 სექტემბრის ჩათვლით.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:

საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება

ტელ: 2 66 15 12 (+119)

ელ. ფოსტა: keti.vashakidze@gttu.edu.ge