განცხადებები და ანონსები

ვებინარი: ,,ზამთრის კურორტები

21 მარტი 2022

გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტი გიწვევთ ვებინარზე: ზამთრის კურორტები“.

მოწვეული სპიკერი: მამუკა ბურდული - გუდაურის ტურიზმის ასოციაციის ბორდის ხელმძღვანელი; საქართველოს ტურიზმის ასოციაციის სათავგადასავლო ტურიზმის კომიტეტის ხელმძღვანელი; „სათავგადასავლო კლუბ ჯომარდის“ დამფუძნებელი და დირექტორი. შპს „გუდაური რენტ“ (სათხილამურო გაქირავება) თანადამფუძნებელი და დირექტორის მოადგილე; თხილამურის/სნოუბორდის ინსტრუქტორი.

ვებინარზე საუბარი იქნება დღეისათვის მეტად აქტუალურ და მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა:

  • საქართველოს ზამთრის კურორტები პანდემიის შემდეგ, 2021-2022 სეზონი;
  • ზამთრის კურორტების მენეჯმენტი: გამოწვევები, პრობლემები, პერსპექტივები -კურორტ გუდაურის მაგალითი და სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები.

თარიღი: 25 მარტი, 17:00 საათი.

თუ გაინტერესებთ ტურიზმის სფერო, ზამთრის კურორტები და აღნიშნულ თემასთან დაკავშირებული მიმდინარე საკითხები, არ გამოტოვოთ შეხვედრა, დასვით კითხვები და მიიღეთ ამომწურავი პასუხები.

ვებინარზე დასასწრებად გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია: https://forms.gle/A9945YWQYC11QQ2g8