განცხადებები და ანონსები

ვებინარი: რას ნიშნავს აბიტურიენტობა

21 სექტემბერი 2022

გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი გიწვევთ უფასო ვებინარზე:

,,რას ნიშნავს აბიტურიენტობა"?

დაესწარი ვებინარს და მიიღე ინფორმაცია:

  • რას ნიშნავს აბიტურიენტობა;
  • როგორ მოემზადო ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის;
  • ჩასაბარებელი საგნები და რომელი საგნის ჩაბარებაა პრიორიტეტული;
  • სად მოიძიო მასალები და საგამოცდო რესურსები;
  • სად მოიძიო ინფორმაცია საბაკალავრო პროგრამების შესახებ;
  • საგამოცდო ბარიერის და სხვა მნიშვნელოვანი დეტალების შესახებ.

შეავსე მარტივი სარეგისტრაციო ფორმა: https://bit.ly/3xiJEJn

დაესწარი ვებინარს და მიიღე პასუხები გამოცდებთან დაკავშირებულ, შენთვის საინტერესო შეკითხვებზე.

მოწვეული სტუმარი: ნინი ჯამბურია - აბიტურიენტები 2023 ჯგუფის დამაარსებელი (ჯგუფი შეიქმნა რამდენიმე წლის წინ და დღეს, ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ჯგუფია, რომელშიც ყოველდღიურად იდება საჭირო ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის). დაამთავრა მარტვილის კერძო სკოლა ,,სხივი“, 2022 წელს კი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოციალურ და პოლიტიკის მეცნიერებათა ფაკულტეტის, პოლიტიკის მიმართულებით.

თარიღი: 1 ოქტომბერი

დასაწყისი: 19:00 საათი

ფორმატი: Online, ZOOM პლატფორმის გამოყენებით.

გთუნი აქტიურად ემზადება ახალი სასწავლო წლისთვის და გეგმავს არაერთ მნიშვნელოვან და საჭირო ღონისძიებას აბიტურიენტებისთვის!