განცხადებები და ანონსები

ვებინარი: კლიმატის ცვლილების გავლენა ადამიანის სოციალურ-ფსიქოლოგიურ მახასიათებლებზე

26 ნოემბერი 2021
30 ნოემბერს, 13:00 საათზე გიწვევთ ვებინარზე ,,კლიმატის ცვლილების გავლენა ადამიანის სოციალურ-ფსიქოლოგიურ მახასიათებლებზე".

მოწვეული სპიკერი: მედეა ინაშვილი - ექსპერტი კლიმატის ცვლილების სფეროში, გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის წამყვანი ექსპერტ-რევიუერი; საქართველოს დაბალემისიიანი განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის (LT LEDS) პროექტის გუნდის ხელმძღვანელი.

რეგისტრაციისათვის მიყევით ბმულს:

ვებინარზე მიიღებთ ინფორმაციას ისეთ საინტერესო საკითხებზე როგორიცაა:
  • კლიმატის ცვლილებების შედეგები მსოფლიოში, მათი გავლენა ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა სფეროზე, ჯანმრთელობასა და ფსიქოლოგიაზე, ეკონომიკაზე, ეკოსისტემაზე, ნებაზე და კეთილდღეობაზე;
  • ხელმისაწვდომობა საკვებზე, წყალსა და სხვა რესურსებზე;
  • დიდი ქალაქების განსაკუთრებული პრობლემები;
  • რა არის კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაცია, რა კეთდება ამ მიმართულებით მსოფლიოში და რა პრობლემებია საქართველოში