განცხადებები და ანონსები

ვებინარი: განათლება და გაცვლითი პროგრამები ჩინეთსა და კორეაში

28 ივლისი 2022

GTUNI აბიტურიენტებსა და აქტიურ სტუდენტებს გიწვევთ ვებინარზე ,,განათლება და გაცვლითი პროგრამები ჩინეთსა და კორეაში".

აღნიშნული ვებინარის ფარგლებში მოწვეული სპიკერები ისაუბრებენ:

  • როგორ ჩაერთოთ აზიის წამყვანი ქვეყნების გაცვლით პროგრამებში;
  • განათლების თავისებურებებზე ჩინეთსა და კორეაში;
  • როგორ მოიპოვოთ სრული დაფინანსება და სასწავლო გრანტი;
  • სტუდენტურ ცხოვრებაზე ჩინეთსა და კორეაში;
  • აზიაში მიღებული განათლების პრივილეგიებზე საერთაშორისო მასშტაბით;
  • სტუდენტების დასაქმების შესაძლებლობების შესახებ აზიის ქვეყნებში.

ვებინარი ჩატარდება: Online, ZOOM პლატფორმის გამოყენებით.

თარიღი და დრო: 3 აგვისტო, 19:00 საათი

მოდერატორი:

ელი ელისაშვილი - გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტის კანცლერი, ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის დირექტორი.

სპიკერები:

გვანცა მდივანი - საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ჩინეთში, სინოლოგი, ცინტაოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის დოქტორანტი.

ანუკა მახარაძე - გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი ჩინურ ენაში; პეკინის ენისა და კულტურის უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტი.

მილან ლიი - გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი კორეულ ენაში.

ანი ქარდავა - ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის სასწავლო პროცესის კოორდინატორი და ჩინური ენის ლექტორი.

შორენა ბერიძე - ბუსანის უნივერსიტეტის სტუდენტი.

ვებინარზე დასწრება თავისუფალია!

დაინტერესებული პირები დარეგისტრირდით ბმულზე: https://bit.ly/3JfjTyw