განცხადებები და ანონსები

ვებინარი: აგრო სტოპი, როგორც ტურიზმის ახალი მიმართულება საქართველოში

26 თებერვალი 2021

გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი გიწვევთ ვებინარზე „აგრო სტოპი, როგორც ტურიზმის ახალი მიმართულება საქართველოში“.

მოწვეული სპიკერი: ნათია მსხილაძე - საქართველოს ფერმერთა ასოციაციის და პროექტი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერების“ კომუნიკაციის მენეჯერი, პროექტი აგროსტოპის ავტორი და ვლოგერი. ჟურნალ ვოიაჟერის მოწვეული ბლოგერი.
თარიღი: 11 მარტი.

დაწყების დრო: 15:00 საათი.
ვებინარი ჩატარდება Zoom-ის პლატფორმაზე.

დასწრების მსურველებს, გთხოვთ, გაიაროთ მარტივი რეგისტრაცია: https://tinyurl.com/7bnns2ue

ვებინარზე დასწრებისათვის საჭირო ინფორმაციას დარეგისტრირებული პირები მიიღებენ ელ.ფოსტის საშუალებით.