განცხადებები და ანონსები

უფასო ტრენინგი: სამუშაო გარემოს უსაფრთხოება

6 ივნისი 2022

მიმდინარე წლის 8 ივნისს, 15:00 საათზე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის პერსონალისა და სტუდენტებისთვის ატარებს უფასო ტრენინგს თემაზე - „სამუშაო გარემოს უსაფრთხოება“.

ტრენინგი ჩატარდება გურამ თავართქილაძის სახელობის მცირე საკონფერენციო დარბაზში.

ტრენინგის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.