განცხადებები და ანონსები

ტრენინგი: ინოვაციური პლატფორმების ეფექტური გამოყენება სწავლების პროცესში

1 თებერვალი 2022

უნიკალური შესაძლებლობა სკოლის მასწავლებლებისთვის, რეპეტიტორებისთვის და ზოგადად პედაგოგებისთვის.

8 თებერვალს, 19:00 საათზე გთავაზობთ ტრენინგს თემაზე ინოვაციური პლატფორმების ეფექტური გამოყენება სწავლების პროცესში“.

ტრენინგზე თქვენ გაიგებთ, როგორ:

  • წარმართოთ გაკვეთილი სახალისოდ;
  • მიაღწიოთ მოსწავლეთა მაქსიმალურ ჩართულობას;
  • მისცეთ და შეასწოროთ დავალებები მოქნილი მეთოდით;

ასევე გაეცნობით ინოვაციურ პლატფორმებს და შეძლებთ მათ დანერგვას.

ტრენინგს გაუძღვება გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტის კანცლერი, ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის დირექტორი, სინოლოგი - ელი ელისაშვილი.

რეგისტრაციისთვის მიყევით ბმულს: https://cutt.ly/WE60eSc

ტრენინგში მონაწილეობა უფასოა, სრულიად ფინანსდება უნივერსიტეტის მიერ.

დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატები.