განცხადებები და ანონსები

ტრენინგი: ინოვაციური პლატფორმების ეფექტური გამოყენება სწავლების პროცესში

13 ოქტომბერი 2021

უნიკალური შესაძლებლობა სკოლის მასწავლებლების, რეპეტიტორებისა და ზოგადად პედაგოგებისთვის.

გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტი 21 და 22 ოქტომბერს, 19:00 საათზე გთავაზობთ ორდღიან სასერტიფიკატო ტრენინგს თემაზე ,,ინოვაციური პლატფორმების ეფექტური გამოყენება სწავლების პროცესში”.

ტრენინგზე თქვენ გაიგებთ:

  • როგორ წარმართოთ გაკვეთილი სახალისოდ;
  • მიაღწიოთ მოსწავლეთა მაქსიმალურ ჩართულობას;
  • მისცეთ და შეასწოროთ დავალებები მოქნილი მეთოდით;
  • გაეცნობით ინოვაციურ პლატფორმებს და შეძლებთ მათ დანერგვას.

ტრენინგს გაუძღვება გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტის კანცლერი, ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის დირექტორი, სინოლოგი - ელი ელისაშვილი.

რეგისტრაციისთვის მიყევით ბმულს: https://cutt.ly/WE60eSc

ტრენინგში მონაწილეობა უფასოა, სრულად ფინანსდება უნივერსიტეტის მიერ, დასრულების შემდეგ კი გაიცემა სერტიფიკატები