განცხადებები და ანონსები

ტრენინგი: 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები ბავშვებისათვის

22 ნოემბერი 2019

2019 წლის 28 ნოემბერს, 13:00 საათზე გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში პრაქტიკოსი ფსიქოლოგი და არტ თერაპევტი ლიკა ლაჩაშვილი წარუძღვება ტრენინგს სახელწოდებით "21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები ბავშვებისათვის“.

  • 5 -6 წლის ბავშვის ასაკობრივი თავისებურებები. ფსიქიკური ფუნქციების განვითარების ან შეფერხების მიზეზები და გარემოებები;
  • მასწავლებლის და მშობლის გადამწყვეტი როლი ასაკობრივ განვითარებაში;
  • მითები და რეალობები ფსიქო სოციალური განვითარებისას;
  • მე - კონცეფცია და თვითშეფასება;
  • ინკლუზიური განათლების მნიშვნელობა და მისი პრინციპები;
  • პრევენცია და ინფორმაცია ქცევისა და ფსიქიკური ფუნქციების დარღვევის აღმოსაჩენად;
  • სწავლის დაგეგმვა სკოლისთვის მზაობის ჯგუფში;
  • ბაზისური არითმეტიკის სწავლების სტრატეგიები;
  • მშობლიური ენა და ფონემატური სავარჯიშოები.
ტრენინგი გაიმართება გურამ თავართქილაძის სახელობის მცირე საკონფერენციო დარბაზში (მეორე სართული).