განცხადებები და ანონსები

თეგეტა მოტორსის სტუდენტური დასაქმების პროგრამა GTUNI-ს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის

22 სექტემბერი 2022

გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი აგრძელებს შეხვედრათა ციკლს პარტნიორ ორგანიზაციებთან და დამსაქმებლებთან.

29 სექტემბერს, 12:00 საათზე, გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტი გეპატიჟებათ კომპანია ,,თეგეტა მოტორსის“ სტუდენტთა დასაქმების პროგრამის პრეზენტაციაზე.

GTUNI-ს სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ,,თეგეტა მოტორსის“ სტრუქტურას, კომპანიაში არსებულ ვაკანსიებსა და კარიერული განვითარების შესაძლებლობებს.

სპიკერები:

ვახტანგ ღულაძე - კომერციული იმპორტების მიმართულების კომერციული დირექტორი;

დავით ავაზაშვილი - ადამიანური კაპიტალის მართვის დირექტორი;

მარიამ ხონელიძე - შერჩევის და ტალანტების მართვის განყოფილების უფროსი;

ოთო სიხარულიძე - თეგეტა აკადემიის დირექტორი.