განცხადებები და ანონსები

სტუდენტთა XII სამეცნიერო კონფერენცია

15 აპრილი 2021

გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტის სტუდენტთა XII სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება 2021 წლის 28 მაისს, 14:00 საათზე ონლაინ, ზუმის პლატფორმის გამოყენებით.

კონფერენციის თემატიკა:

  • სოციალური მეცნიერებები (ჟურნალისტიკა, ფსიქოლოგია, მასობრივი კომუნიკაციები);
  • ბიზნესის ადმინისტრირება (ბიზნესის ადმინისტრირება, საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტი; ტურიზმი, ფინანსები, საბანკო საქმე);
  • სამართალი (საჯარო და კერძო სამართალი)

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 10 მაისამდე უნდა შეავსონ განაცხადი შემდეგ ბმულზე https://tinyurl.com/2yt9aybn

თეზისების წარმოდგენის ვადა: 15 მაისი.

თეზისების გაფორმების წესი: მოცულობა - არა უმეტეს ერთი გვერდისა, შრიფტი - Silfaen, ზომა - 11, ინტერვალი - 1. თეზისში უნდა მიეთითოს სტუდენტის სახელი, გვარი, ფაკულტეტი, საფეხური, კურსი, ხელმძღვანელის სახელი და გვარი, მოხსენების დასახელება.

გთხოვთ, თეზისები გადმოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე:

ბიზნესისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტი: taso.getashvili@gttu.edu.ge

სამართლის ფაკულტეტი: nino.kasradze@gttu.edu.ge