განცხადებები და ანონსები

სტუდენტთა XI სამეცნიერო კონფერენცია

16 ივნისი 2020

2020 წლის 18 ივლისს, 11:00 საათზე გაიმართება გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტთა XI სამეცნიერო კონფერენცია.

კონფერენციის თემატიკა:

  • სოციალური მეცნიერებები (ჟურნალისტიკა, ფსიქოლოგია, მასობრივი კომუნიკაციები);
  • ბიზნესის ადმინისტრირება (ბიზნესის ადმინისტრირება, საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტი, ტურიზმი, ფინანსები, საბანკო საქმე);
  • სამართალი (საჯარო და კერძო სამართალი)

კონფერენცია ჩატარდება ონლაინ.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 14 ივლისის 17:00 საათამდე უნდა შეავსონ განაცხადი და გადმოაგზავნონ თეზისები შემდეგ მისამართზე: conference@gttu.edu.ge