განცხადებები და ანონსები

სტუდენტთა საყურადღებოდ: Erasmus Student Network წარმოგიდგენთ პროექტს

4 დეკემბერი 2018

საერთაშორისო ორგანიზაცია Erasmus Student Network (ESN) წარმოგიდგენთ პროექტს ESN აკადემიას ქართველი სტუდენტებისთვის, Erasmus+ ეროვნულ ოფისთან და რუსთავის საერთაშორისო სკაუტურ ცენტრთან თანამშრომლობით.

პროექტი მოიცავს პრეზენტაციებისა და ტრენინგების ორდღიან კურსს, რომლის ფარგლებშიც გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები მიიღებენ ინფორმაციას Erasmus+ გაცვლით პროგრამებზე, მათი მოძიების გზებზე და შეიტყობენ თუ რა ეტაპებია გასავლელი მათში მონაწილეობის მისაღებად.

სამუშაო შეხვედრების ფარგლებში სტუდენტები გაეცნობიან Europass–ის ფორმატის რეზიუმის შევსების, სამოტივაციო წერილისა და სარეკომენდაციო წერილის სწორად შედგენის სპეციფიკას. კონსულტაციას გაგიწევენ ერაზმუსის გაცვლითი სასწავლო პროგრამების წარმომადგენლები და წარმატებული მონაწილეები.

ტრენინგის დასკვნით ეტაპზე სტუდენტები მიიღებენ დაწვრილებით ინფორმაციას ერაზმუსის შემდეგ პროექტებზე: youth exchanges, training courses, EVS, study visits, international conferences და ა.შ, რაც მთავარია EVS პროგრამებზე პრეზენტაციას ჩაატარებენ საქართველოში ჩამოსული მოხალისეები.

მონაწილეობის საფასური შეადგენს 50 ლარს, რაც მოიცავს პროექტისთვის საჭირო ყველა ხარჯს (საცხოვრებელი, სამჯერადი კვება, ყავის შესვენება შეხვედრებს შორის, ტრანსპორტირება თბილისიდან და უკან, აკადემიური და სოციალური ღონისძიებები).

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ:

https://www.facebook.com/ESN.Tbilisi.ISU/jazoest=26510012111011185788254987110212110370109557869104119809711688117566788104957710480736910165761111189787115491195865100119458557894812097110884552695511299103517711371100499551121121531229571105111112827856104119106105109121119 - facebook გვერდი.

და

https://www.facebook.com/events/263617737675037/?active_tab=about - ივენთი.