განცხადებები და ანონსები

სტუდენტების შეხვედრა მიკრო ბიზნეს კაპიტალის წარმომადგენლებთან

5 მაისი 2022

გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტსა და სს „მიკრო ბიზნეს კაპიტალს“ შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, 11 მაისს, 13:00 საათზე გიწვევთ ონლაინ საინფორმაციო შეხვედრაზე სს „მიკრო ბიზნეს კაპიტალის“ ჯგუფის წარმომადგენლებთან.

შეხვედრა მიზნად ისახავს სტუდენტებისათვის ორგანიზაციის სტრუქტურისა და საქმიანობის გაცნობას. ამასთან ერთად, სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ ინფორმაცია არსებული ვაკანტური პოზიციების თაობაზე.