განცხადებები და ანონსები

სოფიო ზურაბიანის მასტერკლასი მომავალი ჟურნალისტებისათვის

3 დეკემბერი 2019

2019 წლის 5 დეკემბერს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტებისათვის გაიმართება შეხვედრა ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტ სოფიო ზურაბიანთან.

შეხვედრის თემაა „საავტორო გადაცემა: გამოწვევები და სტანდარტები“.

დასაწყისი: 12:00 საათი.

შეხვედრა გაიმართება გურამ თავართქილაძის სახელობის მცირე საკონფერენციო დარბაზში (მეორე სართული).