განცხადებები და ანონსები

გრძელდება შეხვედრების ციკლი წარმატებულ ადამიანებთან

18 ივნისი 2021
გაინტერესებს როგორ მუშაობს ადვოკატი?
გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, ადვოკატი ჯაბა კოჭლამაზაშვილი საკუთარი მრავალწლიანი სასამართლო პრაქტიკის გაზიარებას გვპირდება, მასტერკლასზე
დღეს, 18 ივნისს 20:00 საათზე.
ასევე ის მზად არის საკუთარი წარმატების ფორმულის შესახებაც გესაუბროს
ამიტომ, დარეგისტრირდი, მოამზადე შეკითხვები და დაელოდე შეხვედრის ბმულს მეილზე

გაინტერესებს როგორ მუშაობს ახალი ამბების სამსახური?
დღეს, 18 ივნისს, 21:00 საათზე საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები მარიკა შალიკაშვილი და თეონა ხუბულავა საკუთარ გამოცდილებას ვებინარზე გაგიზიარებენ.
ასევე მოისმენ მათი წარმატებული კარიერის განვითარების ისტორიას.
დასასწრებად გადადი ბმულზე და დარეგისტრირდი
ასევე გაუზიარე ინფორმაცია ჟურნალისტიკით დაინტერესებულ მეგობრებს