განცხადებები და ანონსები

შეხვედრა სტუდენტებთან: საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი

20 ნოემბერი 2018

2018 წლის 22 ნოემბერს, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის ინიციატივით, გურამ თავართქილაძის სახელობის თ]ილისის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართება შეხვედრა სტუდენტებთან.

შეხვედრის თემა: საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი.

შეხვედრის მიზანია ნატოსა და ევროკავშირის შესახებ სტუდენტების ინფორმირება; საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ მათი გაცნობიერებული მხარდაჭერის მოპოვება.

შეხვედრა ჩატარდება გურამ თავართქილაძის სახელობის მცირე საკონფერენციო დარბაზში (მეორე სართული).

დასაწყისი: 11:00 საათი.