განცხადებები და ანონსები

საქმიანი შეხვედრა ნიდერლანდელ პროფესორთან

30 აპრილი 2018

2018 წლის 1 მაისს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტს ეწვევა ჰეტი ვერსნერი ინჰოლანდის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის (ნიდერლანდების სამეფო) პროფესორი ტურიზმის მენეჯმენტის სფეროში.

ვიზიტი მიზნად ისახავს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, სათავგადასავლო ტურიზმის სფეროში ერთობლივი კვლევითი პროექტის განხორციელებას.

იგეგმება შეხვედრა ტურიზმის სპეციალობის სტუდენტებთან.

შეხვედრა გაიმართება 13:00 საათზე გურამ თავართქილაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში (მე-2 სართული).