განცხადებები და ანონსები

სამართლის ფაკულტეტზე მაგისტრატურაში ვაკანტურ ადგილებზე დამატებითი მიღება ცხადდება

10 სექტემბერი 2018

გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი აცხადებს დამატებით მიღებას მაგისტრატურის ვაკანტურ ადგილებზე

საბუთების მიღება იწარმოებს 10 სექტემბრიდან 21 სექტემბერის ჩათვლით 10:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე (შაბათ-კვირის გარდა).

მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის გაგრძელების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:

  • პირადი განცხადება რექტორის სახელზე (სამაგისტრი პროგრამის მითითებით);
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან /და პასპორტის ასლი;
  • ოთხი ფერადი (3x4) ფოტოსურათი და ელ. ვერსია CD-ზე;
  • ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი (2018 წლის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ და ნიშნების ფურცელი);
  • წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი;
  • უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის ასეთის არსებობის შემთხვევაში).

მისაღები გამოცდები ჩატარდება:

გამოცდა სპეციალობაში:

  • სისხლის სამართალი - 24.09.2018 წ. 11:00 სთ. -
  • კერძო სამართალი - 24.09.2018 წ. 14:00 სთ.

გამოცდა ჩატარდება შერეული ფორმით (წერა და ზეპირი)

ტესტირება/გასაუბრება უცხო ენაში:

  • სისხლის სამართალი - 25.09.2018 წ. 11:00 სთ. -
  • კერძო სამართალი - 25.09.2018 წ. 14:00 სთ.

დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ....