განცხადებები და ანონსები

სალომე ბეჟაშვილი: მედიაცია და არბიტრაჟი

20 იანვარი 2020

2020 წლის 24 იანვარს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართება საჯარო ლექცია „მედიაცია და არბიტრაჟი“.

ლექციას წარუძღვება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, მედიაციისა და არბიტრაჟის განვითარების კომიტეტის თავმჯდომარე სალომე ბეჟაშვილი.

დასაწყისი: 13:00 საათი.

ლექცია ჩატარდება გურამ თავართქილაძის სახელობის მცირე საკონფერენციო დარბაზში (მეორე სართული).