განცხადებები და ანონსები

სალექციო კურსები: ნეირომარკეტინგი და სტატისტიკური ტესტები

20 ნოემბერი 2018

2018 წლის 26 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, Erasmus + პროექტის ფარგლებში, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში ნიდერლანდელი პროფესორების სალექციო კურსი იწყება.

სალექციო კურსს გაუძღვებიან ინჰოლანდის უნივერსიტეტს პროფესორები მარტენ კოერტსი და რონ გლანდორდი.

სალექციო კურსების დასახელებაა:

  • ნეირომარკეტინგი (მარტენ კოერტსი);
  • სტატისტიკური ტესტები (რონ გლანდორდი).

ლექციების ჩატარების ადგილი: გურამ თავართქილაძის სახელობის მცირე საკონფერენციო დარბაზში (მეორე სართული).

ჩატარების დღეები და დრო: ორშაბათი, სამშაბათი, პარასკევი - 11:00 – 15:00 სთ.