განცხადებები და ანონსები

საკომუნიკაციო ჩინურის ექსპრეს-კურსი

9 ივნისი 2021
ისაუბრე ჩინურად 5 კვირაში
საკომუნიკაციო ჩინურის ექსპრეს-კურსი China International Education College / 中国涉外教育学院-სგან ჩვენი სტუდენტებისთვის !

გინდათ,

✔ ესაუბროთ 1.4 მილიარდ ადამიანს თავის ენაზე;
✔ მიმართოთ თქვენს ბიზნეს პარტნიორებს ჩინურად;
✔ აღიჭურვოთ საუკეთესო ინსტრუმენტებით ჩინეთში მოგზაურობისათვის;
✔ დაანგრიოთ ქართული სტერეოტიპი „ეს ჩემთვის ჩინურია“;
✔ ან უბრალოდ მარტივად გაავარჯიშოთ თქვენი კოგნიტური უნარები და მეხსიერება?

გაიარე მარტივი რეგისტრაცია ახლა:


შემოგვიერთდი 21 ივნისიდან ექსკლუზიურ საგანმანათლებლო კურსზე.

პროგრამა შედგენილია ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის და კუანგჭოუს საერთაშორისო ეკონომიკური ინსტიტუტის ჩინური ენის ფაკულტეტის კოლაბორაციით.

კურსს გაუძღვებიან ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის მაღალკვალიფიციური ქართველი სონოლოგები, ასევე გათვალისწინებულია საკონტაქტო საათები ჩინელ ლექტორებთან.

კურსი კონცენტრირებულია ზეპირ კომუნიკაციასა და ყოველდღიური ცხოვრების პრაქტიკულ გამონათქვამებზე.

მეცადინეობები ჩატარდება კვირაში ორჯერ, ხანგრძლივობა 90 წუთი.

წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.

სწავლების ფორმა - დისტანციური.

საფასური - 190 ლარი.

თბილისი, ბალანჩივაძეების 43.

(+995) 551 686 688; (+995) 596 686 688

info@ciec.ge