განცხადებები და ანონსები

საინფორმაციო შეხვედრა ინჰოლანდის უნივერსიტეტში სწავლის მსურველთათვის

18 აპრილი 2019

გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს ბიზნესის ადმინისტრირების და ტურიზმის სპეციალობის სტუდენტთა ღია კონკურსს ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ინჰოლანდის უნივერსიტეტში (როტერდამი, ნიდერლანდები) სწავლის მსურველთათვის 2019-2020 სასწავლო წლისათვის.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ I-III კურსის სტუდენტებს!

საინფორმაციო შეხვედრა შედგება ხვალ, 19 აპრილს, 12:00 საათზე გურამ თავართქილაძის სახელობის მცირე საკონფერენციო დარბაზში (მეორე სართული).