განცხადებები და ანონსები

საჯარო სამსახურის ბიურო იწყებს მსურველთა რეგისტრაციას სტაჟირებას სახელმწიფო პროგრამის მე-17 ნაკადზე

29 აგვისტო 2022

საჯარო სამსახურის ბიურო იწყებს მსურველთა რეგისტრაციას სტაჟირებას სახელმწიფო პროგრამის მე-17 ნაკადზე.

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, სტაჟიორობის კანდიდატმა მიმდინარე წლის 22 აგვისტოდან 22 სექტემბრის ჩათვლით განაცხადოს წერილობითი თანხმობა სტაჟირების კონკრეტულ ნაკადში მონაწილეობის თაობაზე შესაბამის უნივერსიტეტში.

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-ით (მინიმუმ 3.0) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ „B“ (81-90%) ძალიან კარგი); აგრეთვე იმ კურსდამთავრებულებს, რომლებმაც დაასრულეს ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლა ზემოხსენებული აკადემიური მოსწრებით და მათ მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებიდან გასული არ არის 2 წელიწადზე მეტი.

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ შესაბამისი ფაკულტეტის დეკანატს.

ტელ: 2 66 15 12 (117 და 139).

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ცხელ ხაზს (+995 32) 2 197 755