განცხადებები და ანონსები

საჯარო ლექცია: სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო და თანამედროვე გამოწვევები 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის კონტექსტში

17 მაისი 2017

2017 წლის 18 მაისს 10:00 საათზე გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო და თანამედროვე გამოწვევები 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის კონტექსტში“ .

ლექციის ფარგლებში განხილული იქნება:

  • სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს არსი და განსხვავება სხვა საერთაშორისო სასამართლოებისგან;
  • პროკურორის ოფისის მიერ გამოძიების წარმართვის პრინციპები;
  • 2008 წლის ომის საქმეზე მიმდინარე გამოძიების სავარაუდო ვადები და შედეგები.

ლექციას წარუძღვებიან: საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბატონი გოჩა ლორთქიფანიძე და საქართველოს სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი ბექა ძამაშვილი.