განცხადებები და ანონსები

საჯარო ლექცია: კარიერული წინსვლის შესაძლებლობები ტურიზმში

8 ნოემბერი 2022

თუ გაინტერესებთ ტურიზმის სფერო, მაშინ გელოდებით 17 ნოემბერს GTUNI-ში!

გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი ტურიზმის პროგრამის სტუდენტებისა და ტურიზმის სფეროთი დაინტერესებული პირებისთვის აწყობს შეხვედრას თემაზე: ,,კარიერული წინსვლის შესაძლებლობები ტურიზმში

მოწვეული სპიკერი: გიორგი ხიდეშელი - ტურისტული კომპანია ,,ვიზიტ ჯორჯიას” აკადემიის ხელმძღვანელი გთუნის ტურიზმის პროგრამის ასისტენტ-პროფესორი.

შეხვედრაზე განიხილავენ ისეთ საინტერესო და მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა:

  • რატომ არის ტურიზმის ინდუსტრიაში მუშაობა საინტერესო და სასიამოვნო;
  • რა შესაძლებლობები არსებობს დამწყებთათვის;
  • პირადი წარმატების ისტორია: გზა გიდობიდან - ,,ვიზიტ ჯორჯიას" აკადემიის ხელმძღვანელობამდე;
  • რა შესაძლებლობებს სთავაზობს ,,ვიზიტ ჯორჯია" ახალგაზრდებს.

თარიღი და დრო: 17 ნოემბერი, 13:00 საათი

რეგისტარცია გაიარეთ ბმულზე: https://forms.gle/GoDqgsrSCTedp2LH9


ჩვენი მისამართია:

0101, თბილისი, სამღერეთის ქ. 5

ტელეფონი: (+ 995 32) 2 66 15 12