განცხადებები და ანონსები

პირველკურსელთა რეგისტრაცია იწყება!

30 აგვისტო 2023

შპს ,,საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ" საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე აცხადებს სტუდენტთა რეგისტრაციას.

უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი იწყება 18 სექტემბერს.

საბუთების მიღება იწარმოებს 4 სექტემბრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით, შაბათ-კვირის გარდა, 10:00 საათიდან 17:00 საათის ჩათვლით.

რეგისტრაციისას უნდა წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტები:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • 2 ცალი ფერადი ფოტოსურათი 3x4-ზე ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსია (CD დისკზე);
  • სამხედრო-სავალდებულო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
  • სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  • სწავლის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი - ბანკის ქვითარი.


საბანკო რეკვიზიტები


შპს "საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ"


საიდენტიფიკაციო N: 204555524

ანგარიშის N: GE13TB7151736020100006

მიმღების ბანკი: თიბისი ბანკი

ბანკის კოდი: TBCBGE22


დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: (+995 32) 2 661 512 (+117 და +124)