განცხადებები და ანონსები

ორდღიანი ლექციათა ციკლი: აბრეშუმის გზა - ისტორია, თანამედროვეობა და მომავალი

7 თებერვალი 2021

გურამ თავათქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი და ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტი გიწვევთ ორდღიან ლექციათა ციკლზე უაღრესად საინტერესო და აქტუალური თემის შესახებ

"აბრეშუმის გზა - ისტორია, თანამედროვეობა და მომავალი".
  • 10 თებერვალს , 15:00 საათზე ლექციის პირველ ნაწილს წაიკითხავს ოთარ ჭიღლაძე - პეკინის უნივერსიტეტის მაგისტრანტი, პლატფორმა "სინოლოგიას" დამფუძნებელი. სინოლოგიის მკვლევარი მიმოიხილავს ისტორიული აბრეშუმის გზის ჩამოყალიბების და განვითარების თავისებურებებს.

  • 11 თებერვალს, 15:00 საათზე ლექციის მეორე ნაწილს წაიკითხავს თანამედროვე ჩინეთის პოლიტიკის მკვლევარი და პლატფორმა "სინოლოგიას" დამფუძნებელი შალვა ჩიხლაძე. სპიკერი ვრცლად მიმოიხილავს თანამედროვეობის აქტუალურ თემას: "სარტყელი და გზის" ინიციატივის ჩამოყალიბების წინაპირობებსა და მის სამომავლო პერსპექტივებს.
დასწრება თავისუფალია.