განცხადებები და ანონსები

ONLINE შეხვედრა: პრაქტიკული რჩევები აბიტურიენტებს

20 მაისი 2021

თუ ხართ აბიტურიენტი, მაშინ ეს შეხვედრები ნამდვილად თქვენთვის არის.

გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტი გთავაზობთ პრაქტიკულ რჩევებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის: ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ისტორიასა და ინგლისურში.

პირველი შეხვედრა ჩატარდება 22 მაისს 21:00 საათზე.

თემა - ,,რჩევები ისტორიის გამოცდისთვის"

სპიკერი: თორნიკე დიასამიძე

დარეგისტრირდი პირველ შეხვედრაზე და მიიღე რჩევები ისტორიის გამოცდისთვის.