განცხადებები და ანონსები

ონლაინ საჯარო ლექცია: ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი გზები

25 ნოემბერი 2020

1 დეკემბერს, 13:00 საათზე Live ჩართვა ჩვენს გვერდზე ნიდერლანდებიდან!

გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება ონლაინ საჯარო ლექცია ,,ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი გზები".

ლექციას წაუძღვება ბატონი იორნ ვან რაი, გთსუ-ის საპატიო დოქტორი, ნიდერლანდების ეროვნული პოლიციის სადაზვერვო სამსახურის უფროსი გამომძიებელი.

ჰააგიდან, გთსუ-ის სპეციალური მოწვევით, ჩაერთვება ბატონი გოგი გახარია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ევროპოლსა (ევროპის პოლიციის სამსახური) და ნიდერლანდების სამეფოში, რომელიც ტრეფიკინგის და ორგანიზებული დანაშაულის მწვავე პრობლემაზე თავის მოსაზრებებს, ცოდნას და გამოცდილებას გაგვიზიარებს.

ონლაინ საჯარო ლექციაზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა: