განცხადებები და ანონსები

ონლაინ დასაქმების ფორუმი + ღონისძიება 2018

7 მაისი 2018

პირველად საქართველოში დასაქმების ყველაზე დიდი პორტალი www.HR.ge ორგანიზებას უწევს ინოვაციურ პროექტს ონლაინ დასაქმების ფორუმი + ღონისძიება 2018 აღმოსავლეთ (თბილისი) და დასავლეთ (ბათუმი) საქართველოში. აღნიშნული ღონისძიება აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას კომპანიებსა და სტუდენტებს/ახალკურსდამთავრებულებს მთლიანი ღონისძიების მანძილზე საბოლოო ღონისძიების ჩატარებამდე, ონლაინ რეჟიმში მიიღონ მონაწილეობა დასაქმების ფორუმში.

სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა:

დარეგისტრირდნენ ონლაინ დასაქმების ფორუმზე რეგიონის შესაბამისად და:

  • შეავსონ CV ონლაინ;
  • ნახონ მონაწილე კომპანიები და იპოვონ სასურველი ვაკანსიები;
  • გამოეხმაურონ ონლაინ - გააგზავნონ CV ღილაკზე დაჭერით მათთვის სასურველ ვაკანსიებზე;
  • მივიდნენ რეალურ ღონისძიებაზე ამობეჭდილი CV-ებით და შეხვდნენ კომპანიის წარმომადგენლებს, გაესაუბრონ ვაკანსიების შესახებ და წარადგინონ საკუთარი თავი.

რეგისტრაციისთვის გთხოვთ, გადახვიდეთ შესაბამის ბმულზე - www.hr.ge/jobfairTbilisi; www.hr.ge/jobfairBatumi

ღონისძიებების კალენდარი:

ონლაინ დასაქმების ფორუმი აღმოსავლეთ საქართველო - 1 მაისი - 8 ივნისი

ღონისძიება: თბილისი - 8 ივნისი, თავისუფლების მოედანი N4, ქორთიარდ მარიოტი თბილისი, 11:00 დან 17:00 სთ-მდე.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ტელ. ნომერზე:

032 2 193 333 (130); სამუშაო საათები: 09:30 - 18:30.