განცხადებები და ანონსები

ნიკო ნიკოლაძის 175 წლისთავისადმი მიძღვნილი II საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

12 დეკემბერი 2017

2018 წლის 27 სექტემბერს, 11:00 საათზე გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი ატარებს ნიკო ნიკოლაძის 175 წლისთავისადმი მიძღვნილ II საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ პროფესორ-მასწავლებლებს, მეცნიერებს, დოქტორანტებსა და მაგისტრანტებს.

საკონფერენციო თემები გამოქვეყნდება გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის მიერ ნიკო ნიკოლაძის 175 წლისთავისადმი მიძღვნილ კრებულში და გადაეცემათ კონფერენციის მონაწილეებს.

ნაშრომების ელ. ვერსიების გამოგზავნა მსურველებს შეუძლიათ პირველ მაისამდე ქვემოთ მითითებულ ელ-ფოსტაზე.

კონფერენციის ჩატარების ზუსტი თარიღი გეცნობებათ მოგვიანებით.

კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის საკონტაქტო პირები და რეკვიზიტები:

1. თალიკო ჟვანია - ინფორმატიკის კათედრის ხელმძღვანელი, დოქტორი, პროფესორი.

მისამართი: სამღერეთის ქუჩა 5. თბილისი, 0101

ტელ.: 5(99) 906 595; ელ-ფოსტა: conference@gtuni.edu.ge

2. ნიკოლოზ ფიცხელაური - სამეცნიერო განყოფილების უფროსი, დოქტორი, ასოც პროფესორი.

მისამართი: სამღერეთის ქუჩა 5. თბილისი, 0101

ტელ.: 5(77) 765 777; ელ-ფოსტა: conference@gtuni.edu.ge


ნაშრომების წარმოდგენა შეგიძლიათ შემდეგ თემატიკაზე:

  • სამართალი;
  • ბიზნესი/ეკონომიკა;
  • სოციალური მეცნიერებები.