განცხადებები და ანონსები

ნიდერლანდელი პროფესორის ტრენინგი ლექტორ-მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალისათვის

8 ნოემბერი 2018

2018 წლის 12-16 ნოემბერს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტს ეწვევა ინჰოლანდის უნივერსიტეტის პროფესორი, გთუნის საპატიო დოქტორი, ბატონი ჩერეკ ბუსტრა.

ჩერეკ ბუსტრა ჩაატარებს ტრენინგს თემაზე: ,,პიროვნება და ლიდერობის უნარები" (Personality&Leadership).

ტრენინგი ლექტორ-მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალისათვის ჩატარდება ორშაბათს, 12 ნოემბერს 14.00 საათზე გურამ თავართქილაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში (მეორე სართული).

ტრენინგის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

მსურველებს გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ სამართლის ან ბიზნესის და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტების დეკანატებში არაუგვიანეს 12 ნოემბრისა, 12.00 საათამდე.