განცხადებები და ანონსები

მრგვალი მაგიდა, საუბრის თემა: მედიაგანათლება

9 მარტი 2015

2015 წლის 20 მარტს, 15:00 საათზე, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში (გთსუ) გაიმართება მრგვალი მაგიდა.

თემა: მედიაგანათლება.

მრგვალი მაგიდის მომხსენებლები იქნებიან პროფესორები: მარინე ვეკუ (გთსუ), ლაურა კუტუბიძე (გთსუ); მაია მიქაშავიძე (GIPA), ლალი ძამუკაშვილი (თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი), დიანა ჭანკოტაძე (რეიმსის უნივერსიტეტი, საფრანგეთი), რომლებიც გააცნობენ დამსწრე საზოგადოებას პრობლემისადმი ქართულ, ამერიკულ და ევროპულ მიდგომებსა და გამოცდილებას.

დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში მოქმედი უმაღლესი სასწავლებლების ჟურნალისტური და მედია საგანმანათლებლო პროგრამების ავტორები, ხელმძღვანელები, კოორდინატორები და სასწავლო პროცესში ჩართული პროფესურა.

მრგვალი მაგიდა მიეძღვნება ქართული ჟურნალისტიკის დღეს - 21 მარტს.