განცხადებები და ანონსები

მრგვალი მაგიდა: მედიის განვითარების თანამედროვე ტენდენციები

15 მარტი 2016

2016 წლის 21 მარტს, 15:00 საათზე გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართება ქართული ჟურნალისტიკის დღისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდა.

მრგვალი მაგიდის სასაუბრო თემაა „მედიის განვითარების თანამედროვე ტენდენციები“.

მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ მედიასკოლებისა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შეხვედრა გაიმართება გურამ თავართქილაძის სახელობის კაბინეტში.