განცხადებები და ანონსები

მრგვალი მაგიდა - ჟურნალისტური განათლება: დღეს და ხვალ

7 მაისი 2023

2023 წლის 9 მაისს, 13:00 საათზე, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართება ჟურნალისტიკის მიმართულებისა და GTUNI-ს სტუდკავშირის ერთობლივი ღონისძიება - მრგვალი მაგიდა ჟურნალისტური განათლება: დღეს და ხვალ“.

შეხვედრა ეძღვნება იმ პრობლემებს, გამოწვევებს, რეალობასა და პერსპექტივებს, რომელიც დგას თანამედროვე ჟურნალისტური განათლების წინაშე.

გარდა ამისა, ყურადღება დაეთმობა თანამედროვე მედიაბაზარზე მოთხოვნების შესაბამისობას ჟურნალისტური განათლების შინაარსზე, ფორმებსა და მეთოდებზე.

შეხვედრის მონაწილეები:

  • მარინა ვეკუა, ლევან ყაულაშვილი - - გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტი;
  • თათია მჟავანაძე, რეზი ჭიჭინაძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • თინათინ ზაქარაშვილი - საქართელოს ეროვნული უნივერსიტეტი;
  • გოგა ჩართოლანი - შოთა რუსთაველის სახელობის კინოსა და თეატრის უნივერსიტეტი;
  • მაგდა მემანიშვილი - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი;
  • ანა ქეშელაშვილი - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი;
  • ნინო ჭალაგანიძე. ხათუნა კაჭარავა, ზაზა ცოტნიაშვილი - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი;
  • ნათია კილაძე - საქართველოს უნივერსიტეტი;
  • ნატო ონიანი - ალტე უნივერსიტეტი;
  • გიორგი მამაცაშვილი - ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირი;
  • ნათია კუპრაშვილი - ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი;
  • გიორგი ფარეშიშვილი - ნიკო ნიკოლაძის საზოგადოება;
  • თამარ თაგვაძე - ტელეკომპანია „ერთსულოვნება“, ჟურნალისტი;
  • რეზი ჭიჭინაძე - აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი.