განცხადებები და ანონსები

მოსამზადებელი ექსპრეს კურსი აბიტურიენტებისთვის

25 მარტი 2021

ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე სულ ცოტა დრო რჩება.

თუ გსურს გამოცდებისთვის პროფესიონალ პედაგოგებთან მომზადება, შენი შესაძლებლობების გაზომვა და გამოცდების იმიტაციებში მონაწილეობა, მაშინ ახლავე დარეგისტრირდი ,,გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტის” აბიტურიენტების მოსამზადებელ ექსპრესს კურსზე.

კურსი 15 აპრილს იწყება და შესაძლებლობა გექნება გაკვეთილებს დაესწრო ონლაინ საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან.

მიღება მიმდინარეობს შემდეგ საგნებზე: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, ინგლისური ენა.

მოსამზადებელ კურსზე უფასოდ ჩაერთვება მხოლოდ პირველი 100 აბიტურიენტი, მათი შერჩევა კი მოხდება ტესტირების საფუძველზე 14 აპრილს.

სწავლება ეფუძნება ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამას და მოთხოვნებს.

ყოველთვიურად ტარდება ერთიანი ეროვნული გამოცდების იმიტირება.

ექსპრესს კურსის წარმატებული აბიტურიენტები, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აიღებენ სახელმწიფო გრანტს (70% ან 100 %) და ჩააბარებენ გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტში მიიღებენ სტიპენდიას 1 500 ლარის ოდენობით.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვწერე პირად შეტყობინებებში ან დაგვიკავშირდი
ტელ: 5(77) 321 716

ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, დარეგისტრირდი ახლავე.