განცხადებები და ანონსები

მობილობის მსურველთა საყურადღებოდ !

20 იანვარი 2017

გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობას ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სწავლების შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:

ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი

საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა:

- ბიზნესის ადმინისტრირება - (ფინანსები, მარკეტინგი, მენეჯმენტი);

- ტურიზმი.

სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა:

- საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტი;

- საბანკო საქმე;

- რეკრეაციული ტურიზმი.

სამართლის ფაკულტეტი

საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა:

- სამართალი.

სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა:

- სისხლის სამართალი;

- კერძო სამართალი.

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა:

- ჟურნალისტიკა;

- ფსიქოლოგია.

სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა:

- მასობრივი კომუნიკაცია.


საბუთების მიღება ფაკულტეტებზე იწარმოებს: 2017 წლის 7 თებერვლიდან 2017 წლის 14 თებერვლის ჩათვლით.

დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ...

შენიშვნა:

  1. ბიზნესის ადმინისტრირების (მარკეტინგი, ფინანსები, მენეჯმენტი) საბაკალავრო პროგრამა მე-5 სემესტრიდან ითვალისწინებს სპეციალობის მოდულებიდან: მარკეტინგი, მენეჯმენტი, ფინანსები - ერთ-ერთის არჩევის შესაძლებლობას;
  2. უნივერსიტეტში 2015-2016 და 2016-2017 სასწავლო წლებში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრმებზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის სწავლის ღირებულება შეადგენს 2 250 ლარს, ხოლო 2013-2014 და 2014-2015 სასწავლო წლებში ჩარიცხულებისთვის - 2 990 ლარს;
  3. ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამაზე ფუნქციონირებს მხოლოდ სამი კურსი.