განცხადებები და ანონსები

მეთოდური სემინარი: სწავლება XXI საუკუნეში

16 ნოემბერი 2015

2015 წლის 18 ნოემბერს, 14:00 საათზე გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში ტარდება მეთოდური სემინარი "სწავლება XXI საუკუნეში", რომელიც ეძღვნება სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენების ეფექტიანობის საკითხებს გთსუ-ში.

სემინარის ფარგლებში დაგეგმილია სამი ვორქშოფის ჩატარება. ვორქშოფის მიზანია სწავლების თანამედროვე მეთოდებით მუშაობის გამოცდილების ურთიერთგაზიარება.

ვორკშოფზე ძირითადი მომხსენებლები არიან:

  • პროფ. მაია უკლება - "სწავლების თანამედროვე მეთოდები XXI საუკუნეში";
  • პროფ. ლალი ჩაგელიშვილი - "სიტუაციური ამოცანები და კოლაბორაციული სწავლება პრაქტიკაში";
  • პროფ. ამირან თავართქილაძე - "პრობლემაზე დაფუძნებული თეორიული სწავლება";
  • პროფ. მაია უკლება - " Power Point პრეზენტაციები და ბრეინსტორმინგი ტურიზმის სწავლებაში";
  • პროფ. მარინე ვეკუა - "თანამედროვე მეთოდები ჟურნალისტიკის სწავლებაში";
  • პროფ. ნონა ახალაშვილი - "კვლევის მეთოდი და გუნდური მუშაობა ფსიქოლოგიის სწავლებაში";
  • პროფ. სერგო ჭელიძე - "სწავლების თანამედროვე მეთოდები სამართალში".

დასასრულს გაიმართება დისკუსია.

სემინარის ჩატარების ადგილი: გურამ თავართქილაძის სახელობის კაბინეტი.