განცხადებები და ანონსები

მეგობრობის ფორუმი: საგანმანათლებლო, გაცვლითი და საგრანტო პროგრამები

20 აპრილი 2017

2017 წლის 23 აპრილს 11:00 საათიდან 18:00 საათამდე სასტუმრო თბილისი რუმს ჰოტელში (მ. კოსტავას ქ. #4) გაიმართება „მეგობრობის ფორუმი“, ამერიკისა და საქართველოს დიპლომატიური თანამშრომლობის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით.

აღნიშნულ ღონისძიებაზე აშშ საელჩო წარმოადგენს საგანმანათლებლო, გაცვლით და საგრანტო პროგრამებს.

დაინტერესებულ პირთათვის დასწრება თავისუფალია.